ბიზნესის ეფექტურობა ყოველ ეტაპზე.

უფრო ძლიერი სისტემები. უკეთესი ლიდერობა. მუშაობის უფრო ჭკვიანური გზები.

ვეხმარები დამფუძნებლებსა და ლიდერთა გუნდებს ორგანიზაციის მოწყობის, მართვისა და განვითარების გაუმჯობესებაში — საწყისი ეტაპიდან დაწყებული, ზრდით, ტრანსფორმაციითა და ადაპტაციით დამთავრებული.

ორგანიზაციული განვითარება · ბიზნეს ტრანსფორმაცია · ოპერაციული სრულყოფილება · ლიდერობის განვითარება · აღმასრულებელთა კონსულტირება · AI-ზე დაფუძნებული ტრანსფორმაცია

სტარტაპები · მზარდი ბიზნესები · დამკვიდრებული ორგანიზაციები

ბიზნესის ეფექტურობა ყოველ ეტაპზე.

ბიზნესის განვითარებასთან ერთად იცვლება შეკითხვებიც. საწყის ეტაპზე მთავარი შეიძლება სწორი საფუძვლების შექმნა იყოს. შემდეგ — მეტი სიცხადისა და სტრუქტურის ჩამოყალიბება კომპლექსურობის ზრდის პარალელურად. სხვა ეტაპზე კი გამოწვევა შეიძლება ეფექტურობის გაზრდა, ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია და ტექნოლოგიების უფრო ჭკვიანურად გამოყენება იყოს.

სადაც არ უნდა იყოთ, მიზანი უბრალოდ ზრდა არ არის. მიზანია შექმნათ ბიზნესი, რომელიც უკეთესად მუშაობს.

სტარტაპები
მზარდი ბიზნესები
დამკვიდრებული ორგანიზაციები
სტარტაპები
მზარდი ბიზნესები
დამკვიდრებული ორგანიზაციები
და მეტი
01

შენება

თქვენ აყალიბებთ ბიზნესის საფუძვლებს და გსურთ თავიდანვე ყველაფერი მეტი სიცხადით დაალაგოთ.

მოსალოდნელი საკითხები
  • როლები და პასუხისმგებლობები ჯერ ბოლომდე მკაფიოდ არ არის განსაზღვრული
  • ბიზნესის ხედვა და სტრატეგიული მიმართულება ჯერ კიდევ დასაზუსტებელია
  • ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, როგორ უნდა მიედინებოდეს სამუშაო და როგორ უნდა მუშაობდეს ბიზნესი ყოველდღიურად
  • პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ყოველთვის მკაფიოდ არ არის განაწილებული
  • ძირითადი სტრუქტურები და მართვის რუტინები ჯერ ჩამოსაყალიბებელია
  • საჭიროა საკმარისი წესრიგისა და სიცხადის შექმნა ისე, რომ ბიზნესს ნაადრევად ზედმეტი კომპლექსურობა არ დაემატოს
02

ზრდა

ბიზნესი ვითარდება, მაგრამ მისი ოპერირების პროცესი უფრო და უფრო მეტ საკითხს აჩენს.

მოსალოდნელი საკითხები
  • გუნდის ზრდასთან ერთად როლები ნაკლებად მკაფიო ხდება
  • გადაწყვეტილებების მიღება იმაზე მეტ დროს ითხოვს, ვიდრე საჭიროა
  • მენეჯერებს მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ შესაბამისი სტრუქტურის გარეშე
  • ანგარიშვალდებულება არათანმიმდევრული ხდება
  • შეხვედრების რაოდენობა იზრდება, მაგრამ სიცხადე არა
  • პროცესები აღარ შეესაბამება ბიზნესის მასშტაბებს
  • დამფუძნებლებსა და უმაღლეს მენეჯერებს ყოველდღიური რუტინა ითრევს
03

ადაპტაცია

ბიზნესი შეიძლება უკვე შემდგარია, მაგრამ გარემო იცვლება, რაც აჩენს ახალ საკითხებს და შესაძლებლობებს.

მოსალოდნელი საკითხები
  • ეფექტურობისა და აღსრულების გაუმჯობესების წნეხი
  • გუნდებისა და მენეჯერების მიმართ მზარდი მოთხოვნები
  • არსებული პროცესების გამარტივების ან ხელახალი დიზაინის საჭიროება
  • კითხვები ავტომატიზაციის, AI-სა თუ უფრო ჭკვიანი სამუშაო პროცესების შესახებ
  • გაურკვევლობა იმის თაობაზე, თუ სად შეუძლია ტექნოლოგიას რეალური ღირებულების შექმნა
  • განვითარების გამოწვევა ზედმეტი სირთულეების დამატების გარეშე

უკეთესი სამუშაო მიმდინარეობა. უკეთესი გადაწყვეტილებები. მეტი მზაობა ზრდისთვის.

ფორმა ყოველ ეტაპზე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მიმართულება მსგავსია: მეტი სიცხადე, ძლიერი სისტემები, ჯანსაღი ლიდერობა და მუშაობის უფრო ეფექტური გზები.

შენების ეტაპზე მყოფი ბიზნესებისთვის

შესაძლებელი ხდება უფრო ძლიერი საფუძვლებით დაწყება.

  • უფრო მკაფიო ხედვა და სტრატეგიული მიმართულება
  • ძლიერი საწყისი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაოს ორგანიზაციამ
  • მკაფიო როლები და პასუხისმგებლობები
  • პრაქტიკული სტრუქტურები, რომლებიც სამომავლო ზრდას გააძლიერებს
ზრდის ეტაპზე მყოფი ბიზნესებისთვის

შესაძლებელი ხდება მასშტაბირება მეტი სიცხადითა და ნაკლები წინაღობით.

  • ადამიანებისა და გუნდების სინქრონიზაცია
  • მკაფიო ანგარიშვალდებულება
  • უფრო ძლიერი მენეჯერები
  • სწრაფი და თავდაჯერებული გადაწყვეტილებები
  • პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს ზრდას და არ ანელებს მას
ადაპტაციის ეტაპზე მყოფი ბიზნესებისთვის

შესაძლებელი ხდება განვითარება მეტი თავდაჯერებულობითა და ეფექტურობით.

  • უფრო ეფექტური სამუშაო პროცესები
  • დროისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება
  • უფრო ძლიერი ოპერაციული დისციპლინა
  • AI-სა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოყენება იქ, სადაც ის რეალურ ღირებულებას ქმნის
  • ბიზნესი, რომელიც ინარჩუნებს ეფექტურობას ცვლადი მოთხოვნების პარალელურად

განსხვავებული ეტაპები. საერთო მიზანი.

მარტივად გასაძღოლი ეფექტურად მართვადი ბიზნესი, რომელიც მზადაა შემდეგი ეტაპისთვის.

აღმოაჩინეთ, როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ↓

შექმენით ორგანიზაცია, სადაც სისტემები და ადამიანები უკეთესად მუშაობენ ერთად.

ბიზნესის გამოწვევები იშვიათად არსებობს იზოლირებულად. პროცესთან დაკავშირებული პრობლემა რეალურად შეიძლება როლს ან ანგარიშვალდებულებას ეხებოდეს. ლიდერობის გამოწვევა შეიძლება მოდიოდეს გაურკვეველი სტრუქტურებიდან ან სუსტი მენეჯერული პრაქტიკიდან. კულტურის პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს კომუნიკაციას, გადაწყვეტილების მიღებას ან საქმის ორგანიზების მიდგომას.

სწორედ ამიტომ ორგანიზაციას ვუყურებ, როგორც ერთიან ურთიერთდაკავშირებულ სისტემას. მე ვაერთიანებ ბიზნეს პერსპექტივას ადამიანების, ლიდერობისა და ორგანიზაციული დინამიკის სიღრმისეულ გაგებასთან — რაც მეხმარება გამოვავლინო არა მხოლოდ ის, რაც უკვე ხილულია, არამედ ისიც, თუ რა შეიძლება განაპირობებდეს სიტუაციას რეალურად.

ბიზნეს სისტემები
სტრატეგია
ორგანიზაცია
მმართველობა
პროცესები
ოპერაციული სრულყოფილება
შესრულება და ანგარიშვალდებულება
AI და სამუშაო პროცესების ტრანსფორმაცია
ადამიანური სისტემები
ლიდერობა
მენეჯერული შესაძლებლობები
გუნდის დინამიკა
კულტურა
კომუნიკაცია
უკუკავშირი
აღმასრულებელი მენეჯერების განვითარება

უხილავის ხილულად ქცევა ნიშნავს, გაიგო ის, თუ რა იწვევს სიტუაციას სინამდვილეში, მანამ სანამ გადაწყვეტილებას შეიმუშავებ.

მარიამ ფაშალიშვილი

„მარიამის ძლიერი უნარია, აღიქვას რთული ორგანიზაცია, როგორც ურთიერთდაკავშირებული სისტემა.”

ლევან კირვალიძე, CEO at JSC OPPA

რაზე შეგვიძლია ვიმუშაოთ ერთად

01

ორგანიზაციული განვითარება და ბიზნეს ტრანსფორმაცია

ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ უფრო მკაფიო სტრუქტურა, ძლიერი პასუხისმგებლობა და მუშაობის ისეთი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს ზრდასა და ცვლილებებს. ვმუშაობ ლიდერთა გუნდებთან ორგანიზაციული სიცხადის, ისეთი სტრუქტურების, როლებისა და მუშაობის მოდელების, შექმნაზე რომლებიც შეესაბამება ბიზნესის ხედვასა და განვითარების მიმართულებას.

შენება ზრდა ადაპტაცია
შესაძლოა მოიცავდეს
ორგანიზაციული შეფასება
კულტურის ჩარჩოები
სტრუქტურის დიზაინი ან რედიზაინი
ადამიანური რესურსების მართვის სისტემები
როლებისა და პასუხისმგებლობების დაზუსტება
შიდა კომუნიკაცია
მმართველობა
ტრანსფორმაციის რუკები
ხედვა, მისია და ღირებულებები
02

სტრატეგია და მენეჯმენტის სისტემები

ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ შემოიტანონ უფრო ნათელი პრიორიტეტები, უკეთესი გადაწყვეტილებები და ძლიერი აღსრულება. ვთანამშრომლობ დამფუძნებლებთან და ლიდერების გუნდებთან, რათა დავაზუსტოთ სტრატეგიული არჩევანი და გადავიტანოთ ის პრაქტიკულ პრიორიტეტებში, პასუხისმგებლობებში, გადაწყვეტილებებში და მენეჯმენტის სამუშაო რიტმში.

შენება ზრდა ადაპტაცია
შესაძლოა მოიცავდეს
ბიზნეს სტრატეგიის ფასილიტაცია
ანგარიშვალდებულების სისტემები
სტრატეგიული პრიორიტეტები
მენეჯმენტის რუტინები
მიზნების დასახვა
ლიდერების სინქრონიზაცია
როლური პასუხისმგებლობები
30 / 60 / 90-დღიანი სამოქმედო გეგმები
გადაწყვეტილების მიღების ჩარჩოები
KPI და რეპორტინგის სტრუქტურები
03

ოპერაციული სრულყოფილება და პროცესების გაუმჯობესება

ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ შეამცირონ წინაღობები, გაამარტივონ აღსრულება და გახადონ ყოველდღიური სამუშაო უფრო ეფექტური. ვეხმარები შეფერხებების გამოვლენაში, სამუშაო პროცესების გამარტივებასა და პროცესების რედიზაინში, რათა ბიზნესმა შეძლოს ოპერირება მეტი სიცხადით, თანმიმდევრულობითა და კონტროლით.

შენება ზრდა ადაპტაცია
შესაძლოა მოიცავდეს
პროცესების შეფასება
ოპერაციული კონტროლი
სამუშაო პროცესების რედიზაინი
რეპორტინგის პროცესები
პროცესის მფლობელობა (Ownership)
ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობები
SOP-ების შემუშავება
კროს-ფუნქციური კოორდინაცია
დამტკიცების პროცესები (Approval flows)
შესყიდვებისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის პროცესები
04

ლიდერობისა და მენეჯმენტის განვითარება

ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ მენეჯერების გაძლიერება, მკაფიო ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და უკეთესი შედეგების მიღება ადამიანების მეშვეობით. ვთანამშრომლობ მენეჯერებსა და ლიდერთა გუნდებთან იმ პრაქტიკული უნარების, ქცევებისა და ლიდერული ჩვევების გაძლიერებაზე რომლებიც ხელს უწყობს კომუნიკაციას, ანგარიშვალდებულებასა და ეფექტურ მუშაობას.

შენება ზრდა ადაპტაცია
შესაძლოა მოიცავდეს
ლიდერობის განვითარების პროგრამები
კომუნიკაცია
მენეჯმენტის განვითარება
კონფლიქტების მართვა
მენეჯერის ტრანზიციის მხარდაჭერა
გუნდის ეფექტურობა
დელეგირება და უკუკავშირი
ანგარიშვალდებულება
პრაქტიკული ვორქშოფები, ქოუჩინგსა და მენტორინგზე დაფუძნებული მხარდაჭერა
05

კონსულტირება აღმასრულებლებისა და დამფუძნებლებისთვის

დამფუძნებლებისა და უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებიც კომპლექსური გადაწყვეტილებების, ზრდისა და ლიდერობის გამოწვევების წინაშე დგანან. ვთავაზობ კონფიდენციალურ და ექსპერტულ მხარდაჭერას სტრატეგიული, ორგანიზაციული და ლიდერული საკითხების გააზრებასა და გადაწყვეტაში — ვაერთიანებ პრაქტიკულ ბიზნეს გამოცდილებას, სისტემურ ხედვასა და სიღრმისეულ ანალიზს, რათა დაინახოთ დიდი სურათი, შეაფასოთ სხვადასხვა პერსპექტივა და უფრო მკაფიოდ განსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები.

შენება ზრდა ადაპტაცია
შესაძლოა მოიცავდეს
სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება
რთული საუბრები
ორგანიზაციული ზრდა
ორგანიზაციული ცვლილებები
ლიდერობის გამოწვევები
დამფუძნებლის ლიდერობა
მენეჯმენტის პრიორიტეტები და გუნდური საკითხები
პიროვნულ-პროფესიული ბალანსი
როლების სიცხადე
დანერგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები
06

AI-ზე დაფუძნებული ბიზნეს ტრანსფორმაცია

ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ, სად შეუძლია AI-სა და ავტომატიზაციას ეფექტურობის, სამუშაო პროცესებისა და გადაწყვეტილების მიღების რეალურად გაუმჯობესება. ვმუშაობ ბიზნესისა და პროცესების მიმართულებით: ვახდენ საჭიროების იდენტიფიცირებას, ვაანალიზებ მიმდინარე პროცესს, ვგეგმავ სამომავლო პროცესს და ვქმნი შესაბამის გადაწყვეტას ტექნიკურ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც უზრუნველყოფენ ინჟინერიასა და დანერგვას.

შენება ზრდა ადაპტაცია
შესაძლოა მოიცავდეს
AI use-case-ების აღმოჩენა
Human-in-the-loop დიზაინი
ბიზნეს პროცესების ანალიზი
AI-ზე დაფუძნებული რეპორტინგი
ცოდნის მართვის პროცესები
AI დანერგვის ვორქშოფები
სამუშაო პროცესის ტესტირება
კოლაბორაცია ტექნიკურ გუნდებთან

კარგი საუბარი ხშირად საუკეთესო დასაწყისია.

არ არის აუცილებელი გქონდეთ მზა დიაგნოზი ან წინასწარ აირჩიოთ სერვისი. შეგვიძლია დავიწყოთ იმით, თუ სად არის თქვენი ბიზნესი დღეს, რისი გაუმჯობესება გსურთ და რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი — შემდეგ კი ერთად ჩამოვაყალიბოთ მუშაობის სწორი მასშტაბი.

შეხვედრის ჩანიშვნა

უხილავის ხილულად ქცევა.

პირველი საუბარი გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ, სად არის თქვენი ბიზნესი დღეს, რას უმკლავდებით და რისი გაუმჯობესება გსურთ. ამის შემდეგ შეგვიძლია განვსაზღვროთ სწორი შემდეგი ნაბიჯი — იქნება ეს მიზნობრივი დიაგნოსტიკა, სამუშაო სესია, ფართო საკონსულტაციო პროექტი თუ სიტუაციაზე მორგებული სხვა ფორმატი.

კარგი გადაწყვეტილებები იშვიათად იწყება მზა პასუხით. ისინი იწყება იმის გაგებით, თუ რა ხდება რეალურად — რა მუშაობს, რა გვიშლის ხელს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სად შეუძლია ცვლილებას ყველაზე დიდი ღირებულების შექმნა.

ჩემი მიდგომა არის პრაქტიკული, კოლაბორაციული და მორგებული თითოეული ბიზნესის რეალობაზე.

01

დიაგნოსტიკა

სიტუაციის ნათლად დანახვა — მისი კონტექსტის, პრიორიტეტების, მუშაობის სტილისა და იმ სიგნალების გაანალიზება, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს უფრო ღრმა პრობლემებსა თუ შესაძლებლობებზე.

02

სიცხადის შეტანა

სიმპტომების გამოყოფა ძირეული მიზეზებისგან და იმის იდენტიფიცირება, თუ სად ექნება ცვლილებას ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა.

03

დიზაინი

ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტის შექმნა — რომელიც მუშაობს რეალურ ორგანიზაციაში და არა მხოლოდ ქაღალდზე.

04

დანერგვის მხარდაჭერა

საჭიროების შემთხვევაში, კონსულტირება, მენტორინგი და მხარდაჭერა, რათა ლიდერთა გუნდებმა შეძლონ გადაწყვეტის პრაქტიკაში განხორციელება.

05

ინტეგრაცია და შენარჩუნება

შიდა პასუხისმგებლობის, უნარებისა და მენეჯმენტის რუტინების გაძლიერება, რათა ორგანიზაციამ შეძლოს დამოუკიდებლად გაგრძელება.

პროცესი არ არის უნივერსალური. ყველა პროექტს არ სჭირდება ხუთივე ეტაპის გავლა — მასშტაბი განისაზღვრება საჭიროებიდან გამომდინარე და სწორედ პირველი საუბარი ჰფენს ამას ნათელს.

შეხვედრის ჩანიშვნა

გსურთ გაიგოთ ამ სამუშაოს მიღმა მდგარი ისტორია და შედეგები?

მეტი მარიამის შესახებ →

კარგი საუბარი ხშირად საუკეთესო დასაწყისია.

არ არის აუცილებელი გქონდეთ მზა დიაგნოზი ან უკვე იცოდეთ რა უნდა შეიცვალოს. შეგვიძლია დავიწყოთ იმით, თუ სად არის თქვენი ბიზნესი დღეს, რისი გაუმჯობესება გსურთ და რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი — შემდეგ კი ერთად განვსაზღვროთ მუშაობის სწორი მასშტაბი.

შეხვედრის ჩანიშვნა
mariamphashalishvili@gmail.com +995 577 350 025 LinkedIn
თბილისი, საქართველო · ღია ვარ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის